სომხეთის მთავრობის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მთავრობამ ექვსი გუბერნატორი გაათავისუფლა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა არაგაწოტნის გუბერნატორი აშოტ სიმონიანი, ლორეს გუბერნატორი ჰრანტ მარგარიანი, ვაიოც ძორის გუბერნატორი არაგაწ საღათელიანი, არმავირის გუბერნატორი გაგიკ მირიჯანიანი, გეღარქუნიქის გუბერნატორი იშხან საღათელიანი და სიუნიქის გუბერნატორი კარენ ჰამბარძუმიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს, საპროტესტო აქციების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წერილობითი ფორმით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პარტია “სომხეთის რევოლუციური ფედერაცია — დაშნაკცუთიუნის” და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის “აყვავებული სომხეთის” მინისტრების და გუბერნატორების გადაყენების მოთხოვნით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021