ერევანში მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში უცნობმა კაცმა ხელყუმბარით შესვლა და თავის აფეთქება სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
1975 წელს დაბადებული კაცი დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, ქმედების მოტივი სოციალური პრობლემები იყო და ის მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვდა. ცნობილია, რომ ამ დროს შენობაში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021