სომხეთის მესამე რესპუბლიკა 27 წლის იუბილეს აღნიშნავს (ფოტო)

სომხეთი

21 სექტემბერს, სომხეთის მესამე რესპუბლიკა დამოიკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს. სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1990 წლის 23 აგვისტოს უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომაზე მიიღეს.

ზუსტად 27 წლის წინ სომხეთის მოსახლეობის 99,5%-მა მხარი დაუჭირა სომხეთის სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლასა და სომხეთის დამოუკიდებელ დემოკრატიულ ქყეყნად აღიარებას. ორი დღის შემდეგ, 23 სექტემბერს, ქვეყნის უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ, სუვერენულ რესპუბლიკად გამოაცხადა.

ბოლო 27 წლის განმავლობაში სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ სომხეთის კონსტიტუცია და კანონი მოქმედებს, რომელიც 1995 წელს იქნა მიღებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, 2015 წელის 6 ნოემბერს კვლავ რეფერენდუმის შედეგად მიიღეს.

დამოუკიდებელი სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსი იყო, რომელიც1998 წელს გადადგა და პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გახდა.

სომხეთისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებამ მსოფლიოს ასპარეზზე გასვლის საშუალება მისცა. სომხეთში 1996 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადა, 2004 წელს ოქროს გარგარის კინოფესტივალი ჩატარდა. 1992 წელს კი სომხეთი გაეროს წევრი ქვეყანა გახდა.