სომხეთის მაღალი რანგის დელეგაცია სექტემბერში გაეროს გენერალური ანსამბლეის გახსნის ცერემონიაზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, 28 აგვისტოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მდივანმა ანნა ნაღდალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები და ამჟამად მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
უფრო ადრე ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ანსამბლეის სხდომის გახსნის ცერემონიაზე. ფაშინიანს ექნება შეხვედრები, მათ შორის, შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან.