
სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი არმენ ამირიანი გადადგა. ამის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამირიანის პრესსპიკერი რუზანნა ხაჩატრიანი ადასტურებს.
გუშინ, სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ- მინისტრად არ აირჩია. დღეს დილიდან ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილების აქციები განაახლა. პარალიზებულია ერევნის თითქმის ყველა ქუჩა, დაკეტილია მაგისტრალები.
საღამოს 7 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური მიტინგი იგეგმება.