ერევნის ცენტრალურ მოედანზე ფაშინიანმა “ხავერდოვანი რევოლუციიდან” 100 დღე შეაჯამა

A rally on the occasion of the RA Prime Minister Nikol Pashinyan's 100th days in office took place on Republic Square of Armenia

ერევნის მთავარ მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა “ხავერდოვანი რევოლუციის” შედეგად მოსული  მთავრობის 100 დღიანი მუშაობის შედეგების შესაჯამებლად.

საჯარო შეკრებისკენ მოსახლეობას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანიანმა საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან მოუწოდა. პრემიერი ოჯახის წევრებთან და ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად,  მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან მიესალმა მოქალაქეებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტად 100 დღის წინ იგი ხალხის ინიციატივით პრემიერი გახდა და ამიერიდან ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ქვეყნის მეთაური.

“ჩვენი არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუცია უნიკალურია არა მხოლოდ ფორმით, არამედ მისი შინაარსით, რადგან პრემიერი არჩეულ იქნა არა პარლამენტის წევრების ხმებით, არამედ ხალხის სურვილით”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინინმა მისი მთავრობის რამდენიმე მიღწევა გააცნო შეკრებილებს, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ამ მოკლე პერიოდში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელმა 8,9% შეადგინა და ასევე აღნიშნა, რომ ივნისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე გაემგზავრა, მათ შორის, 34 ათასით მეტი უცხოეთის მოქალაქე ესტუმრა ქვეყანას, ვიდრე წინა წლის იმავე დროს.

 

Leave a Reply