
დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის ხელმძღვანელობით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ბელორუსის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ამ დარგის სხვა პასუხისმგებელ პირებთან.
დღის წესრიგის მთავარ თემებს წარმოადგენს: ტრანსპლანტაცია, ონკოლოგია, კარდიოვასკულური ქირურგია, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ასევე ნარკოპოლიტიკა, სამედიცინო პრეპარატების იმპორტი, წარმოება და სხვა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში არსენ თოროსიანი სამედიცინო დაწესებულებს ეწვევა ჰეპატიტის, აივ / შიდსის, სკლეროზისა და ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოყენებული სამკურნალო მეთოდების გაცნობის მიზნით.