სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ერიკ გრიგორიანმა მსოფლიო ბანკის დელეგაციას უმსპინძლა, რომელსაც ბანკის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი ხელმძღვანელობდა.
სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება, რომ შეხვედრაზე გარემოს დაცვის, აღდგენის და შენარჩუნების პროგრამები განიხილეს და ამ კუთხით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის საკითხები.
შეხვედრაზე სომხეთის ახალი კლიმატური მექანიზმის დანერგვის და დაფინანსების საკითხები განიხილეს.
ერიკ გრიგორიანმა წარმოადგინა გარემოსდაცვითი მონიტორინგის, ლიცენზირების საკითხები და ასევე ახალი მექანიზმების დანერგვისთვის მიმდინარე სამუშაოები. კერძოდ, საუბარი იყო გარემოს დაცვისა და შენარჩუნების ნორმების გათვალისწინების, გარემოზე მიზანმიმართული ზემოქმედებისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებების შეტანის საკითხებზე.