15 ოქტომბერს, სომხეთის განათლების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა, სადაც “თუმო” შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე მიიღებს მონაწილეობას.
პარიზში მინისტრი შეხვდება ასევე კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციების ევროკომისარს კარლოს მოიდაშს. ევროკომისართან იგეგმება “ჰორიზონტი- 2020” პროგრამაში მონაწილეობის ფარგლებში სომხეთთან საერთო პროგრამების განხორციელების საკითხების განხილვა.
17 ოქტომბერს, არაიკ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია გერმანიის ქალაქ ჰალეში გაემგზავრება, სადაც მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის “მესროპ” სომხური კვლევების ცენტრის დამფუძნების 20 წლის იუბილეს მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სახელმწიფო მდივანთან, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარესთან და ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის რექტორთან.