გაეროს 72-ე პლენარულ სხდომაზე ნიუ-იორკში, სომხეთი 177 ხმით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად აირჩიეს. სომხეთი აღნიშნულ საბჭოში სამი წლის ვადით 2019 წლიდან შევა. ამის შესახებ, ტვიტერის გვერდზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი იტყობინება.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრობით სომხეთი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს მდგრადი განვითარების გლობალურ ძალისხმევას და წვლილი შეიტანოს საბჭოს მუშაობაში ეროვნულ დონეზე.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო გაეროს ძირითად ორგანოს წარმოადგენბს, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში. საბჭოს ჰყავს 54 წევრი, მათ შორის 18 წევრი ყოველწლიურად ირჩევა მთავარი ანსამბლეას მიერ.