სომხეთის ევროკავშირთან ხელშეკრულება შესაძლოა მაისიდან შევიდეს ძალაში

ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომოლბის შეთანხმება სერიოზული და მნიშვნელოვანი დოკუმენტია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. 2017 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა, შეთანხმების რატიფიცირების ვადებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

“დღეს ჩვენ უნდა შევაჯამოთ ის მიღწევები, რომელიც გვქონია ევროკავშირთან და ამის საფუძველზე დავგეგმოთ მომავალი წლის გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მნიშვნელოვან ჩარჩო დოკუმენტის რატიფიცირების საქმეზე. სომხეთმა განაცხადა, რომ ნაბიჯებს დგამს რომ დოკუმენტის რატიფიცირება აპრილამდე მოხდეს.  რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ბარიერების გარეშე რატიფიცირებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც”, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ “მას შემდეგ რაც სომხეთი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას, შესაძლებელი იქნება დროებით დაიწყოს ხელშეკრულების განხორციელება. ეს შეიძლება მოხდეს  მაისში ან ივნისში”.

Leave a Reply