6 სექტემბერს, სომხეთის ეროვნული კრების პარტია “ელქის” დეპუტატმა ალენ სიმონიანმა განაცხდა, რომ სომხურ-რუსულ ურთიერთობებში ‘შემაშფოთებელი’ არაფერია.
“ჩვენი რუსი კოლეგებისთვის გაურკვეველი მოვლენები მოხდა სომხეთში. 10 დღის განმავლობაში მთავრობის შემადგენლობა შეიცვალა და მოვიდა ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენდა. არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა ზესახელმწიფოებიც სომხეთის ამჟამინდელი მთავრობით არიან დაინტერესებულები”, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.
მისი თქმით, ისინი გააგრძელებენ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას და დაამატა, რომ რუსეთთან ურთიერთობები კარგ დონეზეა და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები უკეთესი გახდეს.