სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტმა ედუარდ შარმაზანოვმა ჟურნალისტებთან რობერტ ქოჩარიანის განცხადებას უპასუხა. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებები და სერჟ სარგსიანის პრეზიდენტად არჩევის მესამე ვადასთან იყო დაკავშირებული. შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ ქოჩარიანის განცხადება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან იგი ცვლილებების წინააღმდეგი იყო.
კითხვაზე აპირებს თუ არა სომხეთის რესპუბლიკური პარტია ქოჩარიანთან თანამშრომლობას, შარმაზანოვმა უპასუხა, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუმცა ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ ქოჩარიანს პოლიტიკაში გასაკეთებელი და სათქმელი აქვს.