სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. მისალოც წერილში წერია:
„პატივცემულო, ბატონო ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლების სახელით, გილოცავთ საქართველოში პირველი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების ფორმირების 100 წლისთავს.
ასი წლის წინ ჩვენმა ორმა ქვეყანამ თითქმის ერთდროულად გამოაცხადა დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაუყარა ახალი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას.
ქვეყანაში პარლამენტის როლი დიდია როგორც საკანონმდებლო სფეროში, ასევე სახელმწიფო სისტემის, საპარლამენტო კავშირების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის პლატფორმის გაფართოებაში.“
მირზოიანმა საქართველოს პარლამენტს ეფექტური და პროდუქტიული საქმიანობა უსურვა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021