სომხეთის ექს-პრეზიდენტის ცოლი Covid19-ით გარდაიცვალა

სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ცოლი, რიტა სარგსიანი 58 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

სომხური მედიის ცნობით, პაციენტი 16 ნოემბერს კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს.

20 ნოემბრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 1667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 40 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ დრომდე covid19-ის 123 646 შემთხვევაა დადასტურებული, 2388 – გარდაიცვალა.

netgazeti.ge