“საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ კარგად იცის, 24 აპრილს გამთენისას ახალციხეში ეროვნებით სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს შორს მომხდარი შელაპარაკებისა და ადგილობრივი პოლიციის მომდევნო ქმედებების შესახებ. საელჩო უკვე დაუკავშრდა საქართველში შესაბამის ორგანოებს, რათა გაიგოს მომხდარის სრული სურათი. საელჩო ასევე დაუკავშრდა ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამისი ნაბიჯები გადადგა კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ დროისთვის არც ერთი პირი არ დაკავებულა. ელჩი იური ვარდანიანი უახლოეს მომავალში გაემგზავრება ჯავახეთში, სადაც შეხვდება სომხური სათვისტომოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს”- ნათქვამია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.