7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა შეხვედრა გამართა სრულიად საქართვლოს პატრიარქ ილია მეორესთან. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
“ელჩმა სადოიანმა პატრიარქს გააცნო არცახ-აზერბაიჯანის ომში მიმდინარე მოვლენები.
რუბენ სადოიანმა ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს არის დაუშვებელი და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე თურქეთის მეშვეობით სირიიდან ტერორისტ-მებრძოლთა ჩართულობა არცახის წინააღმდეგ მოქმედებებში. საუბარი შეეხო ასევე იმ ფაქტს, რომ ტერორისტების ჩართულობა კონფლიქტში რეგიონში დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე საქართველოსთვის.
სრულიად საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ დიდ ტკივილს განიცდიან შექმნილი ვითარების გამო და კონფლიქტის მხარეებს მშვიდობა უსურვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021