ჩინეთის დედაქალაქ პეკინში “აბრეშუმის გზის” კონფერენცია გაიმართა, სადაც სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მოადგლის, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრის ვაჩე გაბრიელიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, ფორუმი მაღალი დონის პოლიტიკოსებს ჩინეთიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან საშუალებას აძლევს შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილონ “აბრეშუმის გზის” პროექტის განხორციელების სტრატეგიაზე საკუთარი შეხედულებები.
კონფერენციაზე მხარეებმა განიხილეს ის საკითხები, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ რჩევებს და შესაძლებლობების განვითარებას.