Latest posts by Aliq Media (see all)
5 დეკემბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სრაგსიანი საბჭოთა მარშალის, ორგზის საბჭოთა გმირის ჰოვანეს გაღრამიანის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მარშალის სახელობის გამზირზე ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მთავარი პროკურორი, სომხეთის შეაიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი პირები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები და სამხედრო სასწავლებლების კურსანტები. გამომსვლელებმა ბაღრამიანის განვლილ გზასა და მის გამარჯვებებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს საბჭოთა კავშირის გმირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ წამრატებებს, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, ვიგენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ “სომეხი მხედართმთავარი გამარჯვების სიმბოლოა. ბრწყინვალე სამხედრო განათლებით და მდიდარი სამხედრო გამოცდილებით წარმატებები საუკეთესო მაგალითია ნებისმიერი კურსანტისა და ოფიცრისთვის”.
მინისტრმა დამსწრეებს ასევე გააცნო ინფორმაცია, რომ ვაზგენ სარგსიანის სამხედრო უნივერსიტეტის სარდლობის ფაკულტეტს ჰოვანეს ბაღჰრამიანის სახელი დაერქმევა.