Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის დედაქალაქში მერის არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 3 კანდიდატი იყრის კენჭს.
სომხეთის საპარლამენტო უმრავლეოსობის 195 კაციანი პროპორციული სიის სათავეშია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და მოქმედი მერი ტარონ მარგარიანი.
მერობის კანდიდატია ასევე საპარლამენტო არჩევნების შედეგად 9 მანდატის მფლობელი კოალიცია „ელქ“-ის (გამოსავალი) წარმომადგენელი ნიკოლ ფაშინიანი.
მერობის ბრძოლაში ჩრთიული მესამე ძალაა ახლად შექმნილი „ერკირ წირანი“ (გარგარის ქვეყანა), მისი წარმომადგენელია ზარუჰი ფოსტანჯიანი.
ერევანში მოქმედებს 10 ტერიტორიული საარჩევნო კომისია, 474 საარჩევნო უბანი.
სოხმური მედიასაშუალებები უკვე წერენ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, მაგალითად ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე მიყვანა, საარჩევნო ქრთამის დარგიება, სიებში გარდაცვლილი პირების აღმოჩენა და სხვა.
სადამკვირვებლო მისიას არსულებს ადგილობრივი 17 ორგანიზაცია 5138 დამკვირვებლით, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და ტერიტორიული ორგანოს კონგრესის წარმომადგენლები.
ერევნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 300 -ზე მეტი ადგილორივი და 3 უცხოური მედიასაშუალება აშუქებს.
ამომრჩეველთა რაოდენობა 841.973 შეადგენს.