10 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.
შარლ მიშელმა სომხეთის მთავრობის მიერ ფრანკოფონიის სამიტის ორგანიზებას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ სამიტმა ფრანკოფონიის წევრი ქვეყნები გააერთიანა და სომხეთი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მოიპყრო.
მხარეებმა სომხურ-ბელგიური ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები გაბნიხილეს, ასევე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართობის საკითხებზეც ისაუბრეს.