
სომხეთის ბანკების კავშირის ახალ პრეზიდენტად ამერიაბანკის პრეზიდენტი, მთავარი დირექტორი არტაკ ჰანესიანი დაინიშნა. ამის შესახებ არმენპრესს სომხეთის ბანკების კავშირიდან განუცხადეს.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ამ თანამდებობაზე არტაკ ჰანესიანი აკბა-კრედიტ-აგრიკოლ ბანკის მთავარ დამფუძნებელს, მოქმედ დირექტორს ჰაკობ ანდრასიანს შეცვლის, რომელიც კავშირის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო.
არტაკ ჰანესიანის კანდიდატურა კავშირის სხდომაზე კანონმდებლობის თანახმად აიჩიეს. იგი თანამდებობას 1-ლი ოქტომბრიდან იკავებს.