27 მარტს, ერევანში სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის შეხვედრა გაიმართა.
შხვედრაზე ხაზი გაუსვეს სომხეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პროგრესს, განიხილეს ასევე სომხეთსა და ლუქსემბურგს შორის ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთისთვის სამაგალითოა ლუქსემბურგის გამოცდილება სამხედრო, ფინანსურ და დაზღვევის სფეროებში.