13 მაისს, ნიკოლ ფაშინინი, რომელიც 8 მაისიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. იგი მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს სოჭში ევრაზიული უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.
სოჭის აეროპორტიდან ფაშინიანი ადლერის წმინდა სარგისის ეკლესიას ესტუმრა, სადაც მას სომხური სამოციქულო ეკლესიის რუსეთის სამხრეთის სომხური ეპარქიის წინამძღვარი მოვსეს მოვსისიანი, ეპისკოპოსი, წმინდა სარგისის ეკლესიის სულიერი პირები და ეპარქიის წარმომადგენლები დახვდნენ.
14 მაისს სოჭში ევრაზიული უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელშიც წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. სხდომის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი ისაუბრებენ ქვეყნებს შორის არსებულ სიტუაციასა და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.
ფაშინიანის სოჭში გამგზავრება 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა.