სომხეთის ახლადარჩეული მთავრობის მეთაური, ნიკოლ ფაშინიანი 14 მაისს სოჭში გაემგზავრება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში. სხდომაზე დასწრების საკითხი 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა.
რუსეთიდან ევრაზის ეკონომიკური კავშირის ინსტიტუტის დირექტორის ვლადიმირ ლეპიოხინის მოსაზრებით, სოჭში დაგეგმილი სამიტი კარგი შანსია ფაშინინისთვის დაასაბუთოს, რომ მისი პარტიის მთავრობის ხელისუფლებაზე ლიდერობა საფრთხეს არ წარმოადგენს სომხურ-რუსული ურთიერთობებისთვის.
ლეპიოხინმა აღნიშნა, რომ თუ ფაშინინს სურს სომხურ-რუსული ურთიერთობების გაღრმავება სამიტის დროს ისეთი იდეებით უნდა გამოიჩინოს თავი, რომლებიც სერჟ სარგსიანს არ ჰქონდა.