სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი ცნობილია

8 მაისს, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინინი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, რასაც მთავრობის პერსონალის ცვლილებები მოჰყვა. 17 სამინისტროდან მხოლოდ ორს, კულტურისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროებს, ეყოლებათ ქალი მინისტრები.

სომხეთის მთავრობის ახალი მინისტრები

პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე არარატ მირზოიანი (39) გახდა, რომელიც ისტორიის მაგისტრის ხარისხი ფლობს, მან ასევე დაამთავრა სახელმწიფო მართვის აკადემია.

პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილე ტიგრან ავინიანი ( 29), დაამთავრა რუსულ-სომხური სლავონური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკა, ასევე ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის მაგისტტრატურა.

პრემიერ-მინისტრის მესამე მოადგილე- მჰერ გრიგორიანი (36), რომელიც პროფესიით იურისტია.
მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი – ედუარდ აღაჯანიანი (30). მას დამთავრებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრაციის მაგისტრატურა.

განათლების მინისტრი – არაიკ ჰარუთიუნიანი (39), პროფესიით არაბული ენების სპეციალისტია, რომელმაც მაგისტრის ხარისხი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიიღო.

დიასპორას მინისტრი-  მხითარ ჰაირაპეტიანი (28 ) გახლავთ, რომელსაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული.

ეროვნული უშიშროების სამსახურის არაპარტიული დირექტორი – ართურ ვანეციანი (39), რომელსაც სომხეთის აგრარული უნივერსიტეტი  და რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების მომსახურების აკადემია აქვს დამთავრებული.

პოლიციის უფროსი –  ვალერი ოსიპიანი (48), რომელიც პროფესიით იურისტია.

სოციალურ საქმეთა მინისტრი- მანე თანდილიანი (40), რომელსაც სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის მმართვის მაგისტრატურა აქვს დამთავრებული.

თავდაცვის მინისტრი-  დავით ტონოიანი (51), რომელმაც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწისმცოდნეობის ფაკულტეტი და რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აკადემია  დაამთავრა.

რეგიონული მართვისა და განვითარების მინისტრი – სურენ პაპიკიანი (32), რომელმაც დაამთავრა ჯერ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

იუსტიციის მინისტრი – არტაკ ზეინალიანი (49), რომელმაც ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეზიდენტურა და სომხეთის მართვის აკადემია  დაამთავრა.

ჯანდაცვის მინისტრი – არსენ თოროსიანი (36), რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპირანტურა დაამთავრა ერევანში, ასევე ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი ავსტრიაში და 2003 წელს INSEAD.

სოფლის მეურნეობის მინისტრი – ართურ ხაჩატრიანი (46), რომელიც ფიზიკოსი გახლავთ, დაამთავრა მაგისტრატურა სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებაში და ამავე პროფესიით ლონდონის იმპერიალ კოლეჯი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – პარტია “წარუკიანის” წევრი, სწავლობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში.

ფინანსების მინისტრი, უპარტიო – ატომ ჯანჯუღაზიანი, რომელმაც სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა.

გარემოს დაცვის მინისტრი – ერიკ გრიგორიანი (39), რომელსაც დამთავრებული აქვს გარემოსდაცვითი ეკონომიკის დოქტორანტურა.


ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ართურ გრიგორიანი (49) პარტია”წარუკიანის” წევრი. იგი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი გახლავთ.


კულტურის მინისტრი- ლილით მაკუნცი (35), სომხეთის ლიბერალური პარტიის წევრი, რომელიც ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია.


ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი- არწვიკ მინასიანი (46), რომელიც ეკონომისტ-მათემატიკოსი გახლავთ.

საგანგებო სიტუაციების მინისტრი –  ჰრაჩია როსტომიანი (37), სტომატოლოგ-ორთოპედი, ტრენერ-პედაგოგი გახლავთ.

საგარეო საქმეთა მინისტრი – ზოჰრაბ მნაცაკანიანი (52), გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი.

ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი- აშოტ ჰაკობიანი გახდა.

Leave a Reply