სომხეთის ახლად არჩეული პარლამენტი დღეს, 14 იანვარს პირველ სხდომას გამართავს. დღის წესრიგში შვიდი საკითხია შესული, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა.
ახალ პარლამენტში 132 დეპუტატია და სამ ფრაქციად იყოფიან: ბლოკი ჩემი ნაბიჯი (88 მანდატი), პარტია აყვავებული სომხეთი (26) და პარტია ლუსავორ აიასტან (18 მანდატი).
2018 წლის აპრილში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. მთავრობას სათავეში ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021