სომხეთი ზოგადი განათლების მიმართულებით ბიუჯეტს ზრდის

სომხეთი ზოგადი განათლების მიმართულებით ბიუჯეტს ზრდის.  2019 წლის სახელმწიფო ბიუდჯეტიდან ზოგადი განათლების სექტორს 2018 წლის ბიუდჯეტთან შედარებით 4,3 მილიარდი სომხური დრამით მეტი თანხა გადაეცემა. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი აცხადებს. ბიუდჯეტის შევსების საკითხი 5 ნოემბერს სამეცნიერო, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებზე მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილება.

” რიგ მიმართულებებით ჩვენ თანხის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა აღვრიცხეთ, კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში, რადგან წინა წელთან შედარებით ახალი პროგრამების განხორციელებას ვაპირებთ”, – განაცხადა ჰარუთიუნიანმა.