
Latest posts by Aliq Media (see all)
მოსკოვში, 11-14 სექტემბერს ჩატარებულ “WorldFood Moscow 2017”- ის საერთაშორისო გამოფენაზე, სომხეთის განვითარების ფონდის მიერ აშენებულმა პავილონმა აღიარება მოიპოვა, როგორც საუკეთესომ. სომხეთის კვების მრეწველობა მოსკოვის ექსპოზე 16-მა სომხურმა კომპანიამ წარადგინა.
“WorldFood Moscow 2017”- ის ორგანიზატორებმა მარკეტინგის გუნდის ღონისძიებების ორგანიზატორი ლუსინე ბალაიანი დააჯილდოვეს. შეფასება ექსპერტებისა და ვიზიტორების მიერ მოხდა.
სომხეთის პავილიონი სოფლის მეურნეობის მინისტრმა იგნატი არქელიანმა და რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოღანიანმა წარადგინეს.