სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მედიის აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია სომხური მხარის მიერ Tochka-U სარაკეტო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.
„ამავე დროს, ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ თუ ამ დეზინფორმაციის გამოყენებას საპასუხო დარტყმის მიყენების და მსგავსი ან უფრო დიდი კალიბრისა და დიაპაზონის სარაკეტო სისტემის გამოყენების მიზნით აპირებს, მაშინ სომხური მხარის პასუხი მყისიერი, ძლიერი და უკიდურესად დესტრუქციული იქნება “, – აცხადებს სომხეთის თავდაცვა.
სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით „დღის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით გრძელდებოდა. არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები პირველშემტევი მტრისთვის დამანგრეველი დარტყმების მიყენებას აგრძელებენ, რის შედეგადაც მტერმა დაკარგა ,,სმერჩი’’, და ,,ურაგანი’’ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული მოწყობილობები, ათობით სხვა საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებებით თითო-თითო “TOS 1” ტიპის არტილერია, ასევე 11 ტანკი, 3 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 6 ჯავშანტრანსპორტიორი“.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021