არცახის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის არმია კარგად უმკლავდება თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით განხორციელებულ აზერბაიჯანის შეტევითი ოპერაციების ინტენსიურად შეჩერებას.
მისივე თქმით, ამ დროისთვის თავდაცვის არმია მთლიანად ახშობს აზერბაიჯანის აგრესიას.
„თუ აზერბაიჯანი გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს, არ გამოვრიცხავთ, რომ თავდაცვის არმია მხოლოდ ყოფილი პოზიციების აღდგენით არ დაკმაყოფილდეს. არცახის ხელისუფლება აცხადებს, რომ პირველშემტევი ქმედებების პასუხისმგებელი აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იქნება“ – თქვა მან.
ვაჰრამ პოღოსიანმა დასძინა, რომ ”აზერბაიჯანი მიიღებს ძლიერ დარტყმას, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვუმიზნებთ მათ სამოქალაქო დასახლებებს, რაც ჩვენთვის აშკარა და პრინციპული საკითხია”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021