სომხეთი სთავაზობს რვა თვით გადაიტანოს სიგარეტის წარმოების ახალი რეგულაციები, რომელიც 15 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტექნიკური რეგლამენტით. სიგარეტის წარმოების რეგულირება კონკრეტულად გულისხმობს სიგარეტის ყუთებზე “საშინელი”(მოწევის მავნებლობის აღმნიშვნელი) სურათების დაბეჭდვას.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, სომხეთს მისცემს შესაძლებლობას რეგულაციების მიღება 2018 წლის 15 ივლისამდე გადადოს.
2017 წლის 15 ნოემბრიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში გაყიდვაში არსებულ სიგარეტის კოლოფებზე “საშინელი” სურათები იქნება გამოსახული, რომელიც მოწევით გამოწვეულ დაავადებების შედეგებს ასახავს.
რუსეთის თამბაქოს მედია ჯგუფის მთავარი რედაქტორის, მაქსიმ კოროლიოვის განცხადებით, თუ სომხეთის შეთავაზება მიიღება, რუსეთს კონკურენტუნარიანი უპირატესობა ექნება არა მხოლოდ კანონიერად იმპორტირებულ სიგარეტებზე, არამედ შიდა ბაზარზეც.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021