18 იანვარს, რუმინეთში სომხეთის ელჩი სერგეი მინასიანი პრეზიდენტ კლაუს იოჰანესს შეხვდა და მას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.
შეხვედრაზე სომხეთის ელჩმი 2017 წლის 24 ნოემბერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილ ყოვლისმომცველ და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებას შეეხო და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს შექმნას მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის.
იმის შეხებით, რომ 2018 წ. ფრანკოფონიის მე-17 სამიტი ერევანში 11-12 ოქტომბერს გაიმართება, ელჩმა მინასიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ იოჰანესის მონაწილეობა შეიძლება სერიოზული იმპულსი იყოს სომხეთ-რუმინეთის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში, განსაკუთრებით იმისთვისაც, რომ რუმინეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს ფრანკოფონიის რეგიონალურ ცენტრში.
ელჩმა ასევე აღნიშნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამდგომლობის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს რუმინეთის პოზიცია დაბალანსებულია და სომხეთის მხარე ელოდება ამ პოზიციის გაგრძელებას, კერძოდ, სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების პრეამბულაში, რომელიც ასახულია ამ საკითხში საერთო მიდგომის შესაბამისად.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021