8 თებერვალს, სომხეთის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა მალტის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ნატაშა მელი დოდი მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს თანამდებობა მიულოცა, იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას და განვითარებას. არა ბაბლოიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს აუთვისებელი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისკენ.
თბილი მიღებისთვის მადლიერების გამოხატვით, ნატაშა მელი დოდიმ გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს მალტა-სომხეთის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებას.
შეხვედრის დასასრულს, არა ბაბლოიანმა წარმატებები უსურვა ელჩს თავის მისიაში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებას და გაძლიერებას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021