8 დეკემბერს, ერევნში სასტუმრო მარიოტში კონფერენცია “სომხეთი, როგორც ხიდი ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებასა და ევროკავშირს შორის” ჩატარდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ორგანიზაცია კონრად ადენაუერ შტიფტუნგის მიერ. ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „კონრად ადენაუერ შტიფტუნგის“ სამხრეთ კავკასიის პროგრამის ხელმძღვანელი დოქტორი თომას შრაპელი. ფორუმს ასევე ესწრეოდნენ სომხეთის ეროვნული კრებისა (პარლამენტი) და გერმანიის ბუნდერსტაგის (პარლამენტი) დეპუტატებიც. შეხვედრის ორგანიზატორის დოქტორ თომას შრაპელის თქმით, გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს სხვა გაერთიანებებთანაც.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთი, როგორც ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების წევრი. ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთს შეუძლია გახდეს ხიდი ჩვენს ორ გაერთიანებას შორის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ სომხეთის ეროვნული კრების საგარეო საქმეათა მუდმივ საბჭოსთან”.
სომხეთის ეროვნული კრების საგარეო საქმეთა მუდმივი საბჭოს ხელმძღვანელ არმენ აშოტიანის სიტყვებით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება არის პოლიტიკური ნების გამომხატველი დოკუმენტი.
„იმისათვის, რომ ამ დოკუმენტმა შეიძინოს იურიდიული ძალა, ის უნდა იყოს რატიფიცირებული ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ. ამ ეტაპისთვის ის არის ევროკავშირის პოლიტიკური ნების გამომხატველი დოკუმენტი. ჩვენ გვინდა, რომ დოკუმენტის რატიფიკაცია მოვახდინოთ 2019 წლის ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებამდე, რაც ადვილი ამოცანა არა არის. შეგახსენებთ, საქართველოსა და უკრაინას შემთხვევაში ევროკავშირს წელიწადნახევარზე მეტი დასჭირდა.“
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ალბერტ ვაილერის თქმით, შეთანხმება არის წინგადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც სომხეთის ასევე ევროპისთვის.
„ სომხეთისგან ჩვენ ველით მდგრად და დემოკრატიულ მმართველობას, ჩვენ დავეხმარებით ყველა სფეროში, რითაც შევძლებთ, ძირითადი აქცენტი კი გაკეთდება განათლებაზე, რადგან ეს არის საფუძველი“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიგენ ქოჩარიანი, სომხეთის ეროვნული კრების ევროინტეგრაციის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარე ნაირა ზოჰრაბიანი.
ღონისძიების წამყვანი იყო რეგიონალური კვლევის ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი.
აღაბეკ სიმონიანი
Latest posts by აღაბეკ სიმონიანი (see all)
- ბრიუსელში ფაშინიანისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართა - 12/07/2018
- ფოტო: გიორგი მარგველაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი ნატოს სამიტზე - 11/07/2018
- აზერბაიჯანელები კაპანში - 08/02/2018