Latest posts by Aliq Media (see all)
ბელგიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ბრიუსელში, კარნეგის ფონდში სიტყვით გამოსვლისას ყარაბაღის კონფლიქტის თემასაც შეეხო.მან აღნიშნა, რომ სომხეთი, როგორც მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტი, მზად არის, აზერბაიჯანის მხრიდან ძალის გამოყენების ნებისმიერ მცდელობაზე საკადრისი რეგირება მოახდინოს. ამ ქვეყნის ახალ სამხედრო ავანტიურებს შესაძლოა, თავად მისთვისვე მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები.
„2016 წლის ოთხდღიანი ომი ბაქოს მრავალწლიანი მტრული პოლიტიკისა და პროპაგანდის რეალიზაციად იქცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კონფლიქტის დარეგულირების პროცესს. აზერბაიჯანულმა აგრესიამ კვლავ ცხადყო: არცახის ხალხის საკუთარ მიწაზე უსაფრთხოდ და თავისუფლად არსებობისთვის ბრძოლას ალტერნატივა არც ადრე ჰქონია და არც ახლა აქვს. ეს მოსაზრება კი არა -რეალობაა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ გატარებული და ჩვენთვის თავსმოხვეული პოლიტიკის შედეგია“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საკუთარი თავის ერთგული რჩება, და აგრძელებს იმ შეთანხმებათა შესრულებისგან თავის არიდებას, რომლებსაც აპრილის ომის შემდეგ ვენასა და პეტერბურგში გამართულ შევედრებზე მიაღწიეს; მიზეზად კი იმას ასახელებს, თითქოს მათი შესრულება ხელს შეუწობს მთიან ყარაბაღში შექმნილი სტატუს-კვოს გამყარებას: „თუკი აზერბაიჯანს მართლაც აფიქრებს მთიან ყარაბაღში სტატუს-კვოს შეცვლის საკითხი, ამ ცვლილებისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების აღიარება“.
პრეზიდენტის აზრით, ბაქო ამ კონფლიქტს იმისთვის იყენებს, რომ საზოგადოებამ შიდა პრობლემების -გართულებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილების და ადამიანის უფლებების უხაშად დარღვევის შემთხვევების ნაცვლად, ყურადღება ყარაბაღზე გადაიტანოს. თუმცა ზოგჯერ გულწრფელობის წუთებიც დეგება ხოლმე:
„ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მეთაურმა, რომელიც ხელქვეითების წინაშე თავის უკეთესი მხრიდან წარმოჩენას ცდილობდა, საჯაროდ აღიარა, რომ მოლაპარაკებათა დახურულ კარის მიღმა მას ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას აიძულებენ, და მხოლოდ ის ახერხებს წინ აღუდგეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მხრიდან ზეწოლას. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, როგორც შუამავლები, ასევე მოწოდებულები არიან კონფლიქტის ზონაში შესაძლო ესკალაციის აღკვეთისკენ. ქვემეხების აფეთქების თანხლებით მიმდინარე მოლაპარაკებები არ შეიძლება იმედისმომცემი იყოს“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არცახიც და სომხეთიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ძალის გამოყენებას და ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით უსწრაფესად მოგვარებას უჭერენ მხარს, წერს armenian-community.ge.