რუსული გაზის გაძვირების გამო სომხეთმა ირანულ გაზზე დაიწყო ფიქრი. ამის შესახებ რადიო “ეხო მასკვი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ირანული გაზის მიღების საკითხი დღის წესრიგში იქნება მანამ, სანამ სომხეთისთვის მოგებიანი, კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
მისივე თქმით, ერევანი ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მოსკოვთან მოლაპარაკებას განაგრძობს და სომხეთის მთავრობა ქვეყნის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
1 იანვრიდან რუსეთმა სომხეთს გაზის საფასური 15 დოლარით გაუძვირა.
imedinews.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021