სომხეთი ინდური სამხედრო შეიარაღების შეძენით დაინტერესდა

სომხეთი დაინტერესებულია ინდოეთის ოფიციალური თავდაცვის კვლევებისა და განვითარების ორგანიზაციის (DRDO) მიერ წარმოებული რადარებითა და დისტანციური საარტილერიო დანადგარების შეძენით, ამის შესახებ სააგენტო Hindustan Times წერს,    რომელიც თავის მხრივ ინდოეთის მთავრობას ეყრდნობა.

სტატიაში ასვე ნათქვამია, რომ სამხედრო შეიარაღების გაყიდვის საკითხში ინდოეთის მთავრობა  ასვე სხვა ქვეყნებთან აპირებს თანამშრომლობას.

“ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო 2018 წელა აპირებს საუდის არაბეთთან, იორდანიასთან, გაერთიანებულ არაბთა საემიროსთან, მიანმარსა და სომხეთთან თანამშრომლობის ფარგლებში დიდი ნაბიჯი გადადგას სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის ექსპორტის სფეროში რადარების, ვეტმფრენების, რაკეტების მომარაგებასა და ტანკების მოდერნიზაციის მიმართულებით”-აღნიშნულია სტატიაში.

Leave a Reply