Latest posts by Aliq Media (see all)
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის სომხეთმა მეათე ადგილი დაიკავა (ზრდა + 18.65%) – ინფორმაციას გამოცემა Bloomberg აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს: “ტურის დროს სტუმრებს შეუძლიათ სიღრმისეულად გაეცნონ ადგილობრივ ტრადიციებს: „ესტუმრონ კონიაკის მწარმოებელ ქარხნებს, შეხვდნენ ხალიჩის შემქმნელებს, მოუსმინონ საგალობლებს უძველეს მონასტრებში და ისწავლონ როგორ კეთდება „ლავაში“(ადგილობრივი პურის სახეობა) სომხურ ოჯახებში“.
ათეულში მოხვდა საქართველო, რომელიც ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს (ზრდა +27.9%)
ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ათეული კი ასეთია:
1 სან მარინო 31.1%
2 საქართველო 27.9%
3 ისრაელი 24.6 %
4 თურქეთი 24.14%
5 ისლანდია 24.11%
6 მაკედონია 23.5%
7 აზერბაიჯანი 20%
8 მოლდოვა 19.6%
9 ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%
10 სომხეთი 18.65%