“სომხეთ-ევროკავშირის შეთანხმების მთავარი მიზანია სომხეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში,” ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გარეგინ მელქონიანმა განაცხადა.
“მთავარი პრიორიტეტი არის ურთიერთობები, რომელიც უკავშირდება სომხეთ-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, მათი ხელშეწყობა და ჩვენი ინტერესების მთავარი მიმართულება ისაა, რომ განვიხილოთ ისეთი საკითხები, რაც ჩვენ ბიზნესებისთვის ევროკავშირს უფრო ხელმისაწვდომს, ხილულს და პროგნოზირებადს გახდის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მელქონიანის განცხადებით, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო თანამშრომლობის თვალსაზრისით.
“შეთანხმება არ ითვალისწინებს თანხის ოდენობას, ისეთ უბრალო მიზეზის გამო, რომ ევროკავშირი ახორციელებს მსგავს დაგეგმვას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, და არა პირდაპირ თანხის მიცემით. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიმსჯელებთ და ჩვენ თითქმის ვართ კოორდინაციის დოკუმენტის საბოლოო ფაზაზე, სახელწოდებით საერთო დახმარების ჩარჩო, რომ 2017-2020 წლების სომხეთის დახმარების საერთო ოდენობა, რომელიც ეხება ორმხრივი შეთანხმებების პაკეტს, არის 144-დან 176 მილიონ ევრომდე. მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არსებობს საკრედიტო პაკეტი”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021