
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მოხმარებიდან ამოღებისთვის ემზადება – News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ერიკ გრიგორიანმა განაცხადა.
„პროცესი მცირე მასშტაბით დაიწყება და პროვინციის მასშტაბით გავრცელდება. მოგვიანებით, სომხეთი იმ ქვეყნების რიგებს შეუერთდება, სადაც პლასტმასის ერთჯერადად გამოყენება იკრძალება” – თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსახლეობას პოლიეთილენის ალტერნატივას შესთავაზებენ.
„ჩვენ გავავრცელებთ ჩანთებს და გადავამუშავებთ პლასტმასის ბოთლებს” – ამბობს მინისტრი. მისი თქმით, პროექტი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ფინანსდება და იგი ბიუჯეტს არაფერი დაუჯდება.