Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი და ირანის სასულიერო პირველი პირის მრჩეველი ალი აკბარ ველაიათი იზიარებენ იმ აზრს, რომ დაძაბულობის ახალი ბიძგები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რეგიონალურ უსაფრთხოებას. როგორც იტყობინება თავდაცვის სამინისტრო, ამის შესახებ მათ 2 თებერვალს თეირანში გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს განცხადება. ვიგენ სარგსიანმა და ალი აკბარ ველაიეთმა ძალადობისა და უკიდურესი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ძალების გაერთიანებას გაუსვეს ხაზი.
ალი აკბარ ველაიეთმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე საკმაოდ წარმატებული თანამშრობლობაა ეკონომიკის რიგ სექტორებში და იგი იმედოვნებს, რომ სომხეთის უსაფრთხოების მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაუმჯობესებას უსაფრთხოების სფეროშიც. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვისას ვიგენ სარგსიანმა და ალი აკბარ ვილაიეთმა აღნიშნეს, რომ ეს საკითხი სამხედრო ხერხებით ვერ გადაწყდება და მისი მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური გზებითაა შესაძლებელი.