28 ნოემბერს, ერევანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოჩენილი კაპიტნის გვამი ბაქოს გადასცა, იუწყება აზერბაიჯანული მედია.
“ბაჰრუზ ჯალაალიბეილის ცხედარი აზერბაიჯანის მხარეს ნახიჩევანის სადარაკის რაიონში გადაეცა”, – ნათქვამია აზერბაიჯანის სამშვიდობო ძალების, კადრებისა და დაკარგული ადამიანების სახელმწიფო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გვამის გადაცემის პროცესს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შუამავლობდა.
მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებმა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის გვამი იპოვეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021