Latest posts by Aliq Media (see all)
21 სექტემბერს, ვენაში მიმდინარე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მთავარი კონფერენციის 61-ე სესიის დროს სომხეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრად არჩიეს.
ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური ავრცელებს.
მმართველთა საბჭოს წევრები არიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 169 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 35. საბჭო პასუხისმგებელია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.