სომხეთი 9 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემის შემოღებას გეგმავს

სომხეთის პოლიციამ შეიმუშავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქულების მიხედვით ჯარიმების ინსტიტუტის დანერგვას. მთავრობას სჯერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით გზებზე მოძრაობა მოწესრიგდება და შემცირდება საგზაო შემთხვევების რაოდენობაც.

მართვის მოწმობის შეძენის შემდეგ ერთი წლის ვადით მძღოლს 9 ქულა მიენიჭება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ჩადენილი თითოეული დანაშაულისათვის 1, 2, 3 ან 4 ქულა ჩამოეჭრება, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კოდექსის კონკრეტული მუხლით.