ცნობილმა ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე კარგი და ცუდი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც სომხეთი 88-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს და სომხეთის მეზობლებს, საქართველო 52-ე ადგილზეა, თურქეთი 56-ე, რუსეთი- 58-ე, აზერბაიჯანი – 70-ე, ხოლო ირანი- 100-ე ადგილს იკავებს.
Forbes-ის რეიტინგების სიაში 153 სახელმწოფოა, რომელთა შორის 2018 წლის ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე კარგ ადგილად დიდი ბრიტანეთი დასახელდა, შემდეგ ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვედეთი, კანადა, ჰონგ-კონგი, დანია, ირლანდია, სინგაპური, შვეიცარია, ავსტრალია, აშშ, გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, ტაივანი, ბელგია, ავსტრია, სამხრეთი კორეა და ესპანეთი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021