
თურქულმა საინფორმაციო სააგენტომ “აქშამმა” სტატია გამოაქვეყნა სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მიმდინარე უსაფრთხოების ზომების შესახებ. მათი ინფორმაციით, ყარსის მხარეს საზღვარი თერმული კამერების მეშვეობით კონტროლდება.
“ისინი ნებისმიერი სახის საზღვრის დრღვევის დაფიქსირებას და ადგილზე ოპერეატიული ჩარევის განხორცელების საშუალებას იძლევიან”,- წერს გაზეთი.
ცნობილია, რომ საზედამხედველო ტერიტორია მოიცავს 10 კმ სიგანის სასაზღვრო მონაკვეთს.
წყარო იუწყება, რომ თურქ მესაზღვრეებს რთული სამუშაო პირობებში უწევთ ყოფნა, ხშირად -15 გრადუს ტემპერატურის პირობებშიც კი.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი