13 აგვისტოს, სომხეთში რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეებმა, სომხეთ-თურქეთის სასაზღვრო ზოლის არტაშატის ტერიტორიაზე, საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს გვინეის მოქალაქე დააკავეს.
წინასწარი მოკვლევის შედეგად გაიკვა, რომ 25 წლის გვინეის მოქალაქე გვინეიდან თეირანში სასწავლებლად ჩავიდა. მას სურდა ქვეყნის დათვალიერება, რისთვისაც ტაქსის მძღოლს სთხოვა დახმარება, მან კი იგი თურქეთში წაიყვანა და იქ დატოვა, სადაც იგი ორი დღე მიტოვებულ შენობაშ ცხოვრობდა, გაძარცვეს და ფული და ტელეფონი წაართვეს. გამოსავლის ძიების მიზნით, მან გადაკვეთა მდინარე არაქსი და შემთხვევით დაარღვია სომხეთ-თურქეთის საზღვარი.
ამჟამად, აღნიშნულ ვერსიას სომხეთის პოლიცია განიხილავს. დაკავებული მოქალაქე სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.