
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს პაკისტანის ორი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები თურქეთიდან მდინარე არაქსით სომხეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულები სომხეთის სამართლდამცავ ორგანოებს გადასცენ.