
სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაჰან მარტისიანმა, 5 მარტს ჩინეთის სამოქალაქო ინჟინერიის კორპორაციის ევრაზიის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ცზიან აიმინს უმასპინძლა.
კომპანია დაინტერესებულია სომხეთ-ირანის რკინიგზის დიზაინსა და მშენებლობის საკითხებით.
ცზიან აიმინმა აღნიშნა, რომ პროექტში “ერთი ზონა, ერთი გზა” ჩართვის შესაძლებლობა განიხილება ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარკინიგზო ხაზის პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და გამოთქვა მზადყოფნა მისი მშენებლობის საკითხი ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსთან განიხილოს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021